05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 14:40:30, 2502 ნახვა

სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს წევრი გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენელმა ჯგუფ Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრთან გიორგი ქებურიასთან გასაუბრება დაასრულა.

როგორც ჟურნალისტებს ქებურიას ადვოკატებმა განუცხადეს, განცხადებით, ქობურია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატების  ცნობით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

"გიორგი განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან დაკავებისას ნახსენები იყო კლიპი, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე", - განაცხადა ადვოკატმა. მანვე, ბრალის აღაირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქებურიამ დოკუმენტს ხელი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა:

"მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომელიც მას არც კი წაუკითხავს, ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა, რადგან მას არ მისცეს საშუალება ჰქონოდა სათვალე, მას აქვს მხედველობის პრობლემები. ქებურიას მხრიდან დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ქონია", - აღნიშნა ადვოკატმა.

ამ დროისთვის  პროკურატურის წარმომადგენელი მიხეილ მგალობლიშვილს ესაუბრებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics