|
2017-06-10 20:34:46, 2497 ნახვა
საზოგადოება
Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
ჯგუფ Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ჯგუფის წევრების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას აპროტესტებენ, რომლებსაც პოლიცია ნარკოტიკული საშულების MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. როგორც „ექსპრესნიუსს“ მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ განუცხადა, სისტემა უნდა დაინგრეს და ათასობით დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდა ამის ნათელი დასტურია. „ჩვენ დავიწყეთ ომი არსებული მახინჯი სისტემის წინააღმდეგ და ამ ომს გამარჯვებით დავასრულებთ“, - აღნიშნა დეისაძემ. ამასთან, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერის პაატა საბელაშვილის თქმით, სისტემის დემონტაჟია საჭირო. „გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებისთვის პოლიციურმა რეჟიმმა მოქალაქეების დაპატიმრება დაიწყო. მეტი რაღა უნდა მოხდეს? ეს არის ომი და ამ ომში საღი აზრი გაიმარჯვებს“, - განაცხადა საბელაშვილმა. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კიდევ ერთი ლიდერი ბექა წიტაიშვილი „ბირჟა მაფიის“ და ორი ათასზე მეტი „უკანონ პატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკა ადამიანებს ანადგურებს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია შეძახილებით და ოვაციებით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)