05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 17:20:01, 1972 ნახვა

სამართალი
ლევან მაყაშვილს აშშ-ის სასამართლომ გირაო შეუფარდა

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლის თათა შავლაყაძის განცხადებით, სასამართლომ მოკრივეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

შავლაყაძე გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს.

 „გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ“, - განუცხადა თათა შავლაყაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

შავლაყაძის ინფორმაციით, დარბაზში 4 ქართველის საქმე ერთად განიხილებოდა. მისივე თქმით, აღნიშნული 4 პირიდან ის მხოლოდ ავთანდილ ხურციძეს იცნობს, სხვა ბრალდებულების გვარები კი არ ახსოვს.

მაყაშვილის მეუღლის მტკიცებით, აშშ-ის სასამართლო მის ქმართან დაკავშირებით გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა თავად ბრალდებული, ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა. შავლაყაძემ განმარტა, რომ სპორტსმენს სხვადასხვა ქალაქში ბრძოლები ჰქონდა დაგეგმილი.

შავლაყაძის განცხადებით, დარბაზში მყოფი 4 ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა.

ლევან მაყაშვილი UFC-ს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. ის უკვე 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. საქართველოში მყოფი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევანი ავთანდილ ხურციძესთან მეგობრობდა, რადგან სპორტსმენები პერიოდულად ერთად ვარჯიშობდნენ.

ცნობისთვის, ამერიკელი სამართალდამცველები სპორტსმენებს რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, რეკეტსა და ფინანსური თაღლითობის დაგეგმვას ედავებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics