|
2017-06-10 14:40:09, 1684 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ. საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს, საკანონმდებლო საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე რაიან მაკკორმაქს, სენატორ ჯონსონის თანაშემწე კეროლ ფოსტერს და პოლიტიკურ საკითხებში მთავარ მრჩეველ ლიდია უესტლეიქსს, ასევე, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდება. დაგეგმილია დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრის, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში სტუმრობა. აგრეთვე, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)