15:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 11:25:39, 2804 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

დიდ ბრიტანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კონსერვატიულმა პარტიამ 318 მანდატი მიიღო, ხოლო მის მთავარ კონკურენტ ლეიბორისტებს 262 მანდატი აქვთ.

დანარჩენი მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: შოტლანდიის ეროვნული პარტია - 35, ლიბერალ-დემოკრატები - 12, დემოკრატიულ-იუნიონისტური - 10,  სოციალისტური „შინ ფეინი“ ჩრდილოეთ ირლანდიიდან - 7, უელსის მემარცხენე-ცენტრისტული პარტია - 4, მწვანეები - 1.

მანდატების ნახევარზე მეტი ვერც ერთმა პარტიამ დააგროვა, ამის გამო, კოალიციის შექმნის აუცილებლობა გაჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, კონსერვატორები დემოკრატიულ-იუნიონისტურ პარტიასთან ითანამშრომლებენ.

ამასთან, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ქვეყნის პრემი-მინისტრს მთავრობის ჩამოყალიბების ნებართვა უკვე გასცა. 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics