19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 11:09:26, 2524 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი: ევროკავშირი მზად არის Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებად

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებად არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მერკელი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი დღის წესრიგს მიყვება და როგორც კარგი პარტნიორი, მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე შეთანხმებულ თარიღს - 19 ივნისს არ გასცდება. 

ამასთან, მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი კარგი პარტნიორი დარჩება, რადგან ის მაინც ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ევროკავშირის წევრი. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს კანცლერის პირველი საჯარო განცხადებაა, მას შემდეგ რაც კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 13 ადგილი დაკარგა. 

ანგელა მერკელის მრჩეველის მაიკლ ფუჩის  თქმით, არჩევნების შემდეგ დროა, ტერეზა მეიმ რეალობას თვალი გაუსწოროს.

„როგორც ჩანს მისი სურვილი და გეგმა ბრიტანელებისთვის არც ისეთი მისაღები აღმოჩნდა, სხვა შემთხვევაში, მეი უფრო მეტ ხმას მიიღებდა“, - განაცხადა მერკელის მრჩეველმა. 

ევროპელი ლიდერების ნაწილი Brexit-ის მოლაპარაკებების დაწყებას ჩქარობს, მაგალითად, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ  საკითხის განხილვა აღარ უნდა გადაიდოს. მეორე  ნაწილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც დიდი ბრიტანეთი ამისთვის მზად იქნება. 

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოში 318 მანდატი მიიღეს, ხოლო მთავარ კონკურენტ ლეიბორისტებს 262 მანდატი ერგოთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics