03:08 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 21:31:55, 2239 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: გადადგომაზე ბევრჯერ მიფიქრია

 „ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში  განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ რეალობაში  ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და გადადგომა მისი მხრიდან არაგულწრფელი იქნება.

„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გადადგომაზე მიფიქრია და ეს ბუნებრივია, რადგან როდესაც ნაბიჯებს გეგმავ და ფიქრობ, მათ შორის ყოველთვის არის ესეც, როგორც ექსტრაორდინალური ნაბიჯი. მაგრამ ამ ეტაპზე იმ სქემას, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ გადადგომის მეშვეობით რაღაც პროცესის ან ინიცირება ან შეჩერება მოხერხდეს, ეს ჩემი სტილი არ იქნება. მიმაჩნია, რომ  იურიდიული ხელოვნული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი. პირველ და მეორე მოსმენას შორის, სანამ კონსტიტუცია მიღებული იქნება, მანამდე რომ გადადგეს პრეზიდენტი. ეს ხელოვნურ სუნთქვაზე ჩართული საპრეზიდენტო ინსტიტუტი მგონია. პრეზიდენტი მაღალი წოდება და ტიტულია, ეს უნდა მიიღო არა გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედგეგად, ამ ტიტულს სამართლიანად უნდა ატარებდე“, -  აღნიშნა პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics