|
2017-06-09 20:44:24, 2113 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების გამო, ვაკის პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდა „თეტრი ხმაურის მოძრაობაც“ მონაწილეობს. მოძრაობა საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავს, რომელიც რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით 10 ივნისს 19:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, ჯგუფის Birja Mafia წევრს მიხიელ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა Birja Mafia-ს წევრები დღეს დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. სამინისტროს განცხადებით, მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA მოიღეს, ხოლო კიდევ ერთი პირის პირადი ჩხრეკისას იგივე ნივთიერება, რომლის ოდენობაც 2,3342 გრამია. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეუღლე Birja Mafia-ს წევრების დაკავების მიზეზად მათ ახალ კლიპს „Tsl Shavi Zeda“ ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)