21:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:44:11, 1719 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი „არქივის ღია კარი“ გრძელდება

არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით" შეხვდა.

8 და 9 ივნისს დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო.

ამ ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ჩატარდა. ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.

„არქივის ღია კარისათვის" მომზადდა სპეციალური ტური, რომელიც წერილობითი დოკუმენტების, ფონოდოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, აუდიოსტუდიის, რესტავრაციის ლაბორატორიის, პავილიონის დათვალიერებას მოიცავს.

საზოგადოების დიდი დაინტერესების გამო, ეროვნული არქივი კვლავაც გაძლევთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და 13 ივნისს, 15:00 საათზე კიდევ ერთ ტურზე გეპატიჟებათ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics