|
2017-06-09 17:05:51, 1689 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო სერვისები მოქმედებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა აქტიურ ფაზაშია. რეფორმით გამარტივებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა და უფასო სერვისებმა მოქალაქეთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მიწის რეფორმის ფარგლებში, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ) ამასთანავე, სახელმწიფო აფინანსებს რეგისტრაციისთვის საჭირო საკადასტრო აზომვით ნახაზებსაც. აღსანიშნავია, რომ აზომვითი ნახაზების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროექტი, ნაცვლად 2017 წლის 1 ივნისისა, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. დაირეგისტრირე მიწა მარტივად და გახდი მესაკუთრე!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)