|
2017-06-09 15:03:27, 2158 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია. მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აქვს ადგილი, რაც დაზუსტდება. „დასკვნის შინაარსი ჩვენთვის სრულად მისაღებია. დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები და თითოეული შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია. არაერთხელ განვაცხადეთ, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, რომ თითოეული შენიშვნა იქნებოდა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ეს პირობა, ბუნებრივია, რჩება ძალაში. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გვჭირდება შენიშვნების დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამ დაზუსტების შესაბამისად, ბუნებრივია, გვექნება წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა და ეს საბოლოო დასკვნა იქნება სრულად ასახული წარმოდგენილ პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში რჩება პირობა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე, პირველი მოსმენით არ განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მოწვეული. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება. „არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე არ განვიხილავდით და ეს პირობა ძალაში რჩება. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მორიგ სასესიო სხდომებზე არ განვიხილოთ დოკუმენტი, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ მოწვეული იქნება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გადავალთ მეორე მოსმენაზე. თვის ბოლომდე არის დაგეგმილი შესაბამისი დოკუმენტის მიღება. ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები სრულად ავსახოთ იმ დოკუმენტში, რომელიც არის წარმოდგენილი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)