04:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:34:04, 2140 ნახვა

სამართალი
„გადასახადის გადამხდელთა კავშირსა“ და ვანო ჩხარტიშვილს შორის სასამართლო დავა შეწყდა

„გადასახადის გადამხდელთა კავშირსა“ (ყოფილი „საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია“) და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.

„დავის საგანი იყო თბილისში, გერგეთის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც 2008 წელს ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაზე გასხვისდა. ქონების შემძენმა მაშინ აიღო ვალდებულება, რომ ფედერაციას გარკვეული თანხის ექვივალენტ ფართს ახალ შენობაში გადასცემდა, მაგრამ ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის გამო არ არსებობდა სუბიექტი, რომლის მიმართაც ვანო ჩხარტიშვილის კომპანია თავის ვალდებულებას შეასრულებდა.

გასული წლის თებერვალში ბიზნესმენთა ფედერაცია აღდგა და შეიქმნა პირობები არსებული ვალდებულების შესასრულებლად. მიუხედავად ვანო ჩხარტიშვილის მზადყოფნისა, ფედერაციის წინაშე აღებული ვალდებულებები უპირობოდ და ოპერატიულად შეესრულებინა, საქმე მაინც გახდა სასამართლო დავის საგანი.

მისასალმებელია, რომ გაუგებრობას ბოლო მოეღო, დავა შეწყდა და ფედერაციის წინაშე არსებული ვალდებულებები სრულადაა შესრულებული“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics