20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 12:55:05, 1638 ნახვა

საზოგადოება
რეზო ასათიანი: პროფესიული განათლების სისტემა უნდა გაძლიერდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა შვეიცარიის საელჩოსა და ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის შვეიცარული მოდელი“  მონაწილეობა  მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოში პროფესიული განათლების შვეიცარული გამოცდილებისა და ცოდნის,  როგორც მოდელის, გაზიარების საკითხები განიხილეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა.

 რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას გულისხმობს. ამ მხრივ, შვეიცარიის დუალური პროგრამა, რაც თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობას წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულია.

ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ მიქელაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და შვეიცარული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics