|
2017-06-08 13:40:21, 1523 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს უცხოელი დიპლომატები ესტუმრნენ
თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას საქართველოში ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სალომე ზურაბიშვილი, მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი, გელა არჩვაძე ეწვივნენ. მათივე ინფორმაციით, საპატიო სტუმრებს ბაღის ადმინისტრაცია და აღსაზრდელები სახალისო ღონისძიებით დახვდნენ. პატარებმა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს და უცხოელი დიპლომატების ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მასპინძელი ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყო. მოწვეულ ელჩებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. თემურ თორდინავას თქმით, მისასალმებელია საჯარო ბაგა-ბაღში ასეთი საპატიო სტუმრების ყოფნა არა მარტო ბავშვების, არამედ ადმინისტრაციისთვისაც. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებისათვის და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. გვაქვს ამბიციები, რომ მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, თუმცა ასევე ვაანალიზებთ, რომ გამოწვევები კიდევ უფრო ბევრია და ამ ვითარებაში, საერთაშორისო ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ. მოწვეულ სტუმრებს მიმართა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაშმა სკოლამდელი განათლების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ თემურ თორდინავას დამსახურებით, საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. (NS)
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)