19:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 18:47:06, 1643 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ფერმერებს შეხვდნენ

ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა.

ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული  პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. და ასევე, უშუალო  ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.

მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფი ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე   სპეციალური სამენოვანი ბროშურის გამოცემასაც გეგმავს, რომელიც მომდევნო შეხვედრებზე რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეცემათ.

შეხვედრები ფერმერებთან  სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა ფერმერს შესაძლებლობას აძლევს , ანალიზის შედეგების საფუძველზე,  კონკრეტული ნაბიჯები გადადგას  ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად.

 ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics