|
2017-06-07 17:26:10, 834 ნახვა
რეგიონი
კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 6-7 ივნისს კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ღრუბლის მასები წარმატებით დაამუშავა, რისთვისაც სისტემამ 80 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. „დელტას“ ინფორმაციით, ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან დაიწყო, სარაკეტო დამუშავება საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის და თელავის რაიონებში 21:22 საათიდან 7 ივნისის 00:10 საათამდე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. I, II და III კატეგორიის ღრუბლებში მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ 25 მმ-ს, სეტყვის მოსვლის ალბათობამ კი 80 % მიაღწია. საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში იმუშავა, თუმცა ჩატარებული ზემოქმედების შედეგად ზემოაღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)