12:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:54:32, 2051 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს

საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება.

დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე წარადგინა.

კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სწორედ თავდაცვასა და უშიშროებას ეხება.

გამოითქვა შენიშვნა პროექტში  არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით-„სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები“ და აღინიშნა, რომ უმჯობესია, „სხვა შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს „თავდაცვის ძალებით“.

ამასთან, საკმაოდ აქტიური მსჯელობა მოჰყვა ეროვნული  უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხს.  პარლამენტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციურ ცვლილებებზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შორის მცირე კამათიც მოხდა. დავით რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმებას ეწინააღმდეგება.

„საქმე არ აქვს დღეს უშიშროების საბჭოს, გამომდინარე იმ  რეგულაციებიდან, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს კონსტიტუციაში იმიტომ, რომ ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული უშიშროების საბჭოს, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება უშიშროების საბჭოს მიერ. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს რეალურად საქმე არ აქვს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. აბსოლუტურად არაეფექტურია  ორგანო. მე ვარ თვითონ უშიშროების საბჭოს წევრი, ვმონაწილეობ მის სხდომებში და ვიღებ ინორმაციებს უშიშროების საბჭოდან, ეს ორგანო უნდა გაუქმდეს და ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, როომელიც იქნება ქმედითი ორგანო და უზრუნველყოფს საერთო კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს. მე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართველოს პრლამენტის წევრი არის სახელწმიფო პოლიტიკური პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი,  არ არის სახელმწიფო პოლიტიკუირ თანამდებობის პირი, სამწუხაროდ ეს არ იციან უშიშროების საბჭოში“,-აღნიშნა კობახიძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არ დაეთანხმა განცხადებას, რომ დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics