02:11 - 10 May, 2026
|
2017-06-07 14:52:04, 1864 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი თეირანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეირანში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს თანადგომას უცხადებს. „შეძრწუნებული ვარ თეირანში, ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმს და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ - ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)