|
2017-06-07 14:26:28, 1762 ნახვა
საზოგადოება
ივლისში თბილისს 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს. საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186, დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15, ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“, ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182, კრწანისის რაიონი - N51, N206,მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162, ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80, საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112, სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72, ჩუღურეთის რაიონი - N34, N5. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)