2017-06-07 13:01:30, 2216 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე ხვალ ევროკავშირის პროექტის დახურვის კონფერენციას დაესწრება
ხვალ, 8 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისში, ,,ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" დახურვის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრება.
კონფერენციის მიზანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების პრეზენტაციაა.
ღონისძიებას სამთავრობო და ბიზნესსექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან