|
2017-06-07 12:41:04, 1779 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხი კიდევ 166 დევნილ ოჯახს დაუფარა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე თამარ კივილაძის დევნილ ოჯახს ესტუმრა. მათივე ცნობით, კივილაძეების სამსულიანი ოჯახი სამინისტრომ, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, 20 000 ლარით დააფინანსა. სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცა, რომლებსაც იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა ან სახლი, რომელიც ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტს სამინისტრო 2015 წლიდან წარმატებულად ახორციელებს. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი 93 დევნილ ოჯახს უკვე დაუფარა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)