18:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 21:36:57, 1707 ნახვა

საზოგადოება
ახალი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმება შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების შეხვედრაზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ შეთანხმება შედგა.

მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს ვადაში არსებული შენობა გარემონტდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აღნიშნულ აქციაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და აქციის მონაწილეების გასაუბრების შემდეგ დაიგეგმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics