18:18 - 08 May, 2026
|
2017-06-06 17:11:19, 1685 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო ბახსოლიანის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა. ის მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა. ვანო კობაიძე აქამდე პატრიარქის დაცვის წევრი იყო. ცნობისთვის, მანამდე პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობას ზურაბ ბუჩუკური იკავებდა. ცნობისთვის, ზურაბ ბუჩუკური კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა რაც შესაბამისი პოსტი რამდენიმე თვის წინ, სოსო ოხანაშვილმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)