|
2017-06-06 16:38:22, 1880 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა - უხვგოლიანი მეშვიდე ტური
ორკვირიანი შესვენების შემდეგ, “მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს თბილისის ლიგა განახლდა. უმაღლესი ლიგის ტური უჩვეულოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. ცენტრალურ შეხვედრაში „სსგ აფხაზეთმა“ მოულოდნელად, იოლად, 5:1 სძლია ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერ „სეუს“ და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „უქიმერიონმა“ 5:4 იმარჯვა „35-ე თბილისთან“ და ამ გამარჯვებით პირველი ადგილი გაიმყარა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „ნახალოვკას“ ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე გახდა. პირველ ლიგის ცენტრალურ შეხვედრებში ლიდერმა „დადიანმა“ „გლდანთან“ 3:0 იმარჯვა. ხოლო, „ქომაგებმა” 2:0 „ სკ ვენდისთან“. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „დადიანის“ შემტევი ბექა ხარატიშვილი გახდა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“. თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)