|
2017-06-06 16:24:39, 1660 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო „ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ გახსნას დაესწრო
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფო-კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის როლზე გაამახვილა ყურადღება. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს. ეს არის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კლინიკის ტრადიციებზე, მედპერსონალსა და ქართული ჯანდაცვისთვის ამ სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის უდიდესი სამედიცინო ტრადიციების მქონე დაწესებულება, რომელსაც საფუძველი აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ჩაუყარა. ასეთი პროფილის კლინიკა იმ დროისთვის პირველი იყო. მისი კლინიკური გუნდი კი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში. მიხარია, რომ ტრადიციის აღდგენა და შენარჩუნება ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში მოხერხდა და მჯერა, რომ ეს გუნდი ღირსეულად გააგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის“, - განმარტა დავით სერგეენკომ. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ინფექციური დაავადებების მართვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებშია ჩართული. პროექტის ფარგლებში, ყოფილი სეფსისის ცენტრს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. სრულად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური და რეანიმაციული დეპარტამენტები. მრავალპროფილიანი კლინიკისთვის 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)