|
2017-06-06 10:39:42, 720 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,ქალთა ოთახებს’’ შორის თანამშრომლობა მალე დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან შეხვედრაზე ქალთა ოთახის მენეჯერები და ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამინისტროს ცნობით, ზაალ მიქელაძე „ქალთა ოთახის“ სერვისს პირველად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო, სადაც თანამშრომლობის იდეა გაჩნდა. ,,ქალთა ოთახები’’ აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტსა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ახალ მუნიციპალურ სერვისს, რომელიც გულისხმობს ერთგვარი საზოგადოებრივი, საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის, ინტერაქტიული ურთიერთობების უზრუნველყოფის და მიზნობრივი პროექტების განმახორციელებელი ცენტრს. თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის დონეზე ,,ქალთა ოთახებში’’ მოხდება, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობასა და პროგრამაში ჩართულობას უზრუნველყოფს. ,,ქალთა ოთახები’’ აჭარაში ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)