|
2017-06-05 13:39:38, 1728 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ტრენერთა საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს
აღსრულების ეროვნული ბიუროს 15-მა თანამშრომელმა რამდენიმე თვიანი სასწავლო კურსის შედეგად აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის ტრენერთა სერტიფიკატი მიიღო. ტრენერთა ტრენინგი სააღსრულებო პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომლებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგს უძღვებოდნენ აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან. ტრენინგი 3 ეტაპიანი იყო და თითოეული სასწავლო ფაზა მოიცავდა როგორც აქტიურ სალექციო პერიოდებს, ასევე დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოს კომპონენტს და საპილოტე ტრენინგების ჩატარებას. აქტივობის ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდა სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იყო სასწავლო მოდულის შემუშავება. მოხდა ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ უნარების შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად. აქტივობის მიზანი იყო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენს ახლადმოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას. (NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)