2017-06-05 12:56:03, 2154 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით წერილობით მიმართა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილი პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით წერილობით მიმართა.
როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, საქმიანობის ეფექტური გამოძიებისთვის აუცილებელია პროცესში პროკურატურა ჩაერთოს.
„ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს. ის, რომ მუხტარლის საქმეს დღემდე პოლიცია იძიებს, ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეში პოლიციის მონაწილეობა არ განიხილება, რაც დაუშვებელია. მომხდარი ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან