2017-06-05 12:30:23, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე მიწის გასხვისების საკითხზე: საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე ვიფიქრებთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საყოველთაო სახალხო განხილვებისას გამოიკვეთა, რომ ქართველ საზოგადოებას ყველაზე მეტად უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის საკითხი აღელვებს.
ამიტომ, კობახიძის განმარტებით, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება:
"საყოველთაო სახალხო განხილვებისას გამოიკვეთა, რომ ყველაზე ემოციური დამოკიდებულება საზოგადოებას აქვს მიწის გასხვისების საკითხის მიმართ. მათ ყველაზე მეტად ეს აღელვებთ. აქედან გამომდინარე, შედგება ძალიან სერიოზული მსჯელობა როგორც საკომიტეტო, ისე პლენარულ ფორმატში და ვიფიქრებთ, როგორც კანონმდებლობის ცვლილებაზე შესაბამისი მიმართულებით, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზეც",-განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან