|
2015-01-14 12:09:05, 3014 ნახვა
მსოფლიო
ფრანგები Charlie Hebdo-ს საყიდლად რიგებში დგებიან
ფრანგები სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს საყიდლად რიგებში დგებიან, - ამის შესახებ BBC იუწყება. ჟურნალის ახალი ნომერი დღეს დილით გამოვიდა. მისი ტირაჟი რეკორდულ 3 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს. ჟურანლის ყდაზე გამოტანილია მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელსაც ხელში აბრა წარწერით „მე ვარ შარლი“ უჭირავს, ხოლო ნახატის ზედა მხარეს არის წარწერა „ყველაფერი ნაპატიებია“. ჟურნალი 6 ენაზე გამოვიდა, მათ შორის არაბულზე. საგაზეთო ჯიხურებში Charlie Hebdo-ს შეძენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან შეტანილი ეგზემპლარები მომენტალურად იყიდება. ფრანგები გამოცემის შესაძენად ჯიხურების მეპატრონეებთან ეწერებიან, რათა დამატებითი ჟურნალების მიღების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შეძლონ. Charlie Hebdo-ს სასარგებლოდ საფრანგეთის მოსახლეობამ 1 მილიონი ევროს შემოწირულობა შეაგროვა. გამოცემას კომპანიებიც ეხმარებიან. მაგალითად, Google-მა ჟურნალს 250 ათასი ევრო გადაურიცხა. გარდა ამისა, გამოცემა გაყიდული 1 მილიონი ეგზემპლარისთვის მთელ მოგებას აიღებს. გაზეთების გამავრცელებლები კომისიას მხოლოდ დანარჩენი 2 მილიონი ეგზემპლარიდან აიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტერაქტამდე Charile Hebdo დაბალი გაყიდვების გამო გაკოტრების ზღვარზე იყო. ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)