02:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 10:52:58, 2007 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი საზღვარგარეთ წარგზავნილ საქართველოს პოლიციის ატაშეებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.

უწყების ინფორმაციით, ატაშეებმა მინისტრის გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში  ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და თქვენს რიგებს შეემატება მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, რომელსაც  სულ რამდენიმე თვეში წარვგზავნით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ ატაშეს გაწეული საქმიანობისათვის  მადლობა გადაუხადა და   წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics