01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 09:52:49, 2514 ნახვა

პოლიტიკა
მმართველი გუნდი თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურას განიხილავს

მმართველი გუნდი თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „შატო მუხრანში“ განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გასვლითი შეხვედრა გამართა.

მისივე თქმით, ალტერნატიული წინადადებები არ განხილულა:

„ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე  მიიღებენ.

„შატო მუხრანში“ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და მას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა  თვითმმართველობის არჩევნებთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics