01:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 21:28:20, 2137 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

გიორგი კვირიკაშვილის პრეზიდენტისადმი თხოვნას, აფგან მუხტარლის მეუღლისა და შვილების საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობას მიანიჭებს.  

მისივე თქმით, პროცედურისათვის საჭიროა, რომ აფგან მუხტარლის ოჯახმა პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს. 

"საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს, აფგან მუხტარლის ოჯახისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics