|
2017-06-03 10:21:29, 1851 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული რუსთავის #4 სკოლა გახდა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი რესპუბლიკის" გამარჯვებულები სასტუმრო ჰუალინგში გამართულ ინტერექტულურ თამაშზე გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი რუსთავის #4 სკოლამ, მეორე ადგილი თბილისის #166 სკოლამ, მესამე კი - რუსთავის #5 სკოლამ დაიკავა. გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა. სოფელ შინდისის სკოლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ, ხოლო 203-ე სკოლა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა დაასაჩუქრა. პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის რაიონების 70-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული, ფინალში კი 63 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. 6 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ. დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 30 კითხვა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე და ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. ინტელექტუალურ თამაშს გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)