02:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:24:17, 2581 ნახვა

სამართალი
დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან 2 დღეში, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს.

პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,-აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics