|
2019-02-22 18:58:40, 2124 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას შეხვდა
პანკისის ხეობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეწვევიან. საპატიო სტუმრებთან ერთად ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) საინფორმაციო ცენტრის და პანკისის უხუცეს მამაკაცთა საბჭოსა და უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლები. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისს პირველად ეწვევა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნობა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცი საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობის კონცეფციას ადგილზე გაეცნო და შენობა დაათვალიერა. საპატიო სტუმრები ხეობის ადათ-წესებსა და კულტურასაც ეზიარებიან. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დაპირებისამებრ, პანკისის ხეობაში ყვარელწყლის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოქალაქეთა წახალისება. მისი კონცეფცია შეიქმნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. გახსნის დღიდან დღემდე ყვარელწყლის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ 22 000-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი გაიცა. საზოგადოებრივი ცენტრი თანამედროვე მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც დასაქმებული არიან საგანგებოდ შერჩეული ადგილობრივი კადრები, რომლებიც გასცემენ სახელმწიფო სერვისებს (სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა უწყებების პროდუქტებს). გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრების ფუნქციაა, შეასრულონ მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. აღსანიშნავია, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვთ, საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის; მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. მაგალითისთვის, 2018 წლის განმავლობაში ყვარელწყლის საზოგადოებრივმა ცენტრმა უმასპინძლა 30-ზე მეტ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, გენდერულ თანასწორობას, ლეგალურ მიგრაციას, ვიზალიბერალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
(NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)