17:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 14:24:31, 2783 ნახვა

მსოფლიო
აშშ პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გადის - „ეს პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა“

ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ 2015 წელს მიღებული შეთანხმებიდან გადის, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა

ამასთან, ტრამპმა ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყება დაანონსა. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პარიზის ხელშეკრულება კლიმატის დაცვაზე მეტად, აშშ-ის ხარჯზე სხვა ქვეყნების მიერ სარგებლის მიღებას უფრო ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ხელშეკრულება 2020 წლისთვის სათბური აირების შემცირებასა და განვითარებადი ქვეყნებისთვის ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

რესპუბლიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე გამოეხმაურა.

როგორ მაკრონიმ აღნიშნა, ის პატივს სცემს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას.

"მე პატივს ვცემ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა. კლიმატთან მიმართებით გეგმა B არ არსებობს, რადგან არ არსებობს პლანეტა B", - განაცხადა მაკრონიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics