17:36 - 07 Jun, 2026
|
2017-06-02 13:56:07, 846 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს, - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა "რია-ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხს სურს. "არავინ უარყოფს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს ეს სურს და ადრე თუ გვიან, აქამდე მივალთ. ამას ვერ გავექცევით. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება“, - დასძინა ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)