|
2017-06-02 10:23:12, 1541 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ კორეის მილიონ ტირაჟიან ჟურნალში ქართულ ღვინოზე სტატიები დაიბეჭდება
საქართველოს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ცნობილი სამხრეთ კორეელი ენოლოგი, პროფესორი ბანგ ჯინ-შიკი ეწვია, რომელიც თავის საიუბილეო მე-100 სტატიას ქართულ ღვინოს მიუძღვნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბანგ ჯინ-შიკი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ამჟამად კორეის უმსხვილესი ავია კომპანიის ,,Korean Air”-ს საბორტო ჟურნალის პროფესიონალი მიმომხილველია. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სტატიები ქართულ ღვინოზე სწორედ ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალში დაიბეჭდება. ვიზიტის ფარგლებში ბანგ ჯინ-შიკი ეწვია ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც საქმიანი შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან გამართა, დაათვალიერა სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლებში მზარდია და ქართული ღვინოზე დაწერილი სტატიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას აღნიშნულ ქვეყანაში. „ქართული ღვინის შესახებ სტატიის მომზადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია ,,Korean Air”-ის ხელმძღვანელობამ მიიღო. მიმდინარე წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე ქართულ ღვინოზე სტატიები ჟურნალის ოთხ ნომერში დაიბეჭდება. მათ შორის ერთ-ერთი - ბანგ ჯინ-შიკის საიუბილეო, მე-100 სტატია იქნება. აღნიშნული საბორტო ჟურნალი, რომლის ტირაჟი თითქმის 1 მილიონს აღწევს, ავიაკომპანიის კუთვნილ ყველა თვითმფრინავში და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ავიაკომპანიის ფილიალებში გავრცელდება“ - აღნიშნა მან. საქართველოში სტუმრობის დროს სამხრეთ კორეელმა ღვინის პროფესიონალმა მოინახულა ქართული ღვინის კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „საწნახელი“, „თელიანი ველი“, „მარანული“, „შატო მუხრანი“, კახეთში ეწვია ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნო. სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ეს ბანგ ჯინ-შიკის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. (NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)