|
2017-06-01 12:56:24, 2556 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ რაქას ტოვებს
ქურთული სამხედრო შენაერთებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის ალყის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები სირიის ქალაქ რაქას ტოვებენ და მდინარე ევფრატზე გადადიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის უწყება სირიის დემოკრატიულ ძალებსა და საერთაშორისო კოალიციას რაქას ვირტუალურ ბლოკირებაში ადანაშაულებს. როგორც ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა რაქადან პალმირას მიმართულებით ისლამისტების გადაადგილების ორი მცდელობა აღკვეთეს. საჰაერო იერიშების შედეგად 80 ისლამისტი მებრძოლი, 36 ავტომობილი, 8 საწვავის და 17 იარაღის გადამტანი ავტომანქანა, განადგურდა. გავრცელებული ცნობით, სამმა ავტოკოლონამ ღამის სიბნელით ისარგებლა, რაქას დატოვება მაინც მოახერხა და სამხრეთის მიმართულებით წავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)