14:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 10:15:16, 1719 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ინოვაციები ინტეგრაციისთვის“ მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა

„ინოვაციები ინტეგრაციისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ განახორციელა. დასკვნით ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. 

პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა იყო. მოზარდები 6 თვის განმავლობაში გადანაწილებულები იყვნენ სპორტის, თეატრისა და ფოტოგრაფიის ჯგუფებში. პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პროექტის მონაწილეებმა ფორუმთეატრი წარმოადგინეს, ხოლო ფოტოხელოვნების ჯგუფის წევრებმა საკუთარი ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“ პრეზენტაცია გამართეს; ასევე, გამოიფინა პროექტის მონაწილეებისა და World Vision-ის დღის და სადღეღამისო თავშესაფრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებიც; ნაჩვენები იყო ჩატარებული აქტივობების ამსახველი შემაჯამებელი ფილმიც. აქტივობებში 35 ბავშვი მონაწილეობდა.  პროექტის მონიტორინგი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განახორციელა. 

World Vision საქართველო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით,  ადმინისტრირებას უწევს 3 დღისა და სადღეღამისო თავშესაფარს, ასევე 3 მობილურ ჯგუფს თბილისსა და ქუთაისში. 

კანონით და ახალი რეფერირების ბრძანებით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული და თავადაც იქნებიან ჩართულები. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. მედიაციის სახლის სერვისებით 700-ზე მეტმა არასრულწლოვანმა უკვე ისარგებლა. მათ შორის 92 ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics