|
2017-05-31 11:43:04, 1700 ნახვა
საზოგადოება
„წიგნიერის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ლიტერატურული ესეების კონკურსში „წიგნიერი" სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. საუკეთესო ესეს ავტორად ქეთი შალოტაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი სალომე ჩავლეიშვილს ერგო, ხოლო მესამე - სოფო ქურდაძეს. ესეების კონკურსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება, სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისებას და აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ესეების წლევანდელ კონკურსში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის პრინციპი შემდეგია: მოსწავლეებს პირველ ეტაპზე სამი წიგნი ეძლევათ წასაკითხად, რომელთა შთაგონებით, კონკურსზე მოსულებს, ერთი თემის გარშემო ესეს დაწერა უწევთ. ესეს თემას ისინი უშუალოდ წერის დროს ეცნობიან. წლევანდელ წასაკითხ წიგნებს შორის იყო: მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი", ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა", ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი". ესეს თემა, რომელიც ამ სამი წიგნის გავლენით უნდა დაეწერათ მოსწავლეებს „ძალაუფლება და შიში" იყო. საუკეთესო სამი ესეს ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ხოლო თიბისი ბანკმა და ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ" პლანშეტებით და მასში ჩატვირთული ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვეს. ესეების კონკურსი „წიგნიერი" წელს უკვე მესამედ შედგა და მასში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. „წიგნიერის" ჟიურიში წელსაც ცნობილი მწერლები და ლიტერატორები იყვნენ: „საბას" ორგზის ლაურეატი, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე. „სამი წელია ეს კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით. ჩვენი მიზანი სკოლის მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების სტიმულირება და კითხვისადმი ინტერესის გაღვიძებაა. ლიტერატურა და ესეს თემატიკა, რომელსაც მათ ვთავაზობთ, სწორედ ამაში დაეხმარებათ," -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, კონკურსის იდეის ავტორი, ელენე თურქაძე. „ჩვენთვის ლიტერატურა და ახალგაზრდები, ორივე უმნიშვნელოვანესი საკითხია. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, კონკურსანტები გავახაროთ და მათ კითხვის შეყვარებაში დავეხმაროთ,"- აცხადებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი, თეო ლეჟავა.
(R)
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)