|
2017-05-31 08:20:24, 2031 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ზურაბ ბუჩუკური საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინნიძის განცხადებით, იგი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამასთან, მისივე თქმით, პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე რამდნეიმე კანდიდატი განიხილება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უწმინდესი მიიღებს. "ყველა თანამშრომელმა იქ, სადაც მუშაობს კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი. ზურაბის დანიშვნა იქ არ იყო უკუნითი უკუნისამდე, ეს იყო გარკვეული პერიოდი ცვლილებები იგეგმებოდა და მოხდებოდა და შესაბამისად ეს მოხდა.ზურაბი არის ძალიან კარგი თანამშრომელი და იგი გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ცნობისთვის, ზურაბ ბუჩუკური კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა რაც შესაბამისი პოსტი რამდენიმე თვის წინ, სოსო ოხანაშვილმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)