00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 19:22:17, 2514 ნახვა

სამართალი
Meydan TV - თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში გუშინ გაუჩინარდა, ბაქოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ Meydan TV ჟურნალისტის ადვოკატზე ნემატ კარიმლიზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში დააკავეს და მისი გადაყვანა მალულად მოხდა.

ამასთან, როგორც მედია წერს, ადვოკატს მასთან არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics