23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 11:52:46, 2090 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომას ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ესწრება.

დეკანოზის ინტერესებს კვლავ მისი ადვოკატები იცავენ, თუმცა სასამართლო პროცესზე იმყოფებიან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატებიც.

სასამართლო სხდომებში მათი მონაწილეობის საკითხი სწორედ დღეს გადაწყდება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

შეგახსენებთ, 19 მაისს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ სხდომა  პროტესტის ნიშნად დატოვა და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა კი, ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა.

რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

ციანიდის საქმეზე სხდომა ბრალდებულის, მისი ადვოკატებისა და სახაზინო ადვოკატების მონაწილეობთ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics