|
2017-05-29 14:07:06, 1775 ნახვა
საზოგადოება
GIZ -ის ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პროგრამა ხორციელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ღვინის ლაბორატორიაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სტუდენტებმა სწავლება გაიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე მონაწილეები ღვინის ლაბორატორიის ძირითად სერვისებს, ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, დეგუსტაციის საფუძვლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაეცნენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროფესიული პროგრამა სამწლიანია და კოლეჯებსა და საწარმოებში ერთდროულად ხორციელდება. მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობს ორი კოლეჯი - ,,აისი’’ და „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი“, რომლებიც სწავლების თეორიულ ნაწილს უზრუნველყოფენ და რვა საწარმო - „ქინძმარაულის კორპორაცია“, „შატო მუხრანი“, „შუხმან ვაინს“, „შუმი“, „მარანული“, „შადრევანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, სადაც მონაწილეები პრაქტიკულ სწავლებას გადიან. 2015 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროგრამით „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დუალური განათლების დანერგვაზე მუშაობს. პროგრამის პარტნიორი ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელსაც დუალური განათლების დანერგვისა და განხორციელების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)