21:50 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 10:51:41, 2199 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ასამბლეას: თქვენმა ჩამობრძანებამ გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის შეფასებით,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სტუმრობა ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია.

როგორც კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩამოსვლამ განამტკიცა იმედი, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება:

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი  სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკურ განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელწმიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა-დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics