|
2017-05-28 13:18:16, 2257 ნახვა
სამართალი
სოფო ჯაფარიძე: არავითარ პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ვიმყოფები
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია არჩევს. ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში მონაწილე სოფო ჯაფარიძე 2014 წელს, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა. მისი მტკიცებით, არავითარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფება: „არავითარ პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ვიმყოფები. კომისიის შემადგენლობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის გარკვეული ფილტრი ზუსტად იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციის და დამსახურების მიხედვით განსაზღვრონ კანდიდატების შესაბამისობა დაკავებული პოზიციისთვის“,-აღნიშნა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლისკანდიდატმა სოფო ჯაფარიძემ, რომელმაც გასაუბრება უკვე გაიარა. კომისია იმ კანდიდატებს ესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ესენი არიან: ადეიშვილი ირაკლი; ალანია თამარ; ალექსიძე თამარ; ბაქაქური ნინო; ბაჩიაშვილი იოსებ; ბოხაშვილი ბესარიონ; გაბისონია თამარ; გელაძე ნატალია; გეწაძე შოთა; დობორჯგინიძე ვერა; დონდოლაძე ირაკლი; ვარძელაშვილი კონსტანტინე; კვირიკაშვილი მაია; კემულარია რუსუდან; კორკელია კონსტანტინე; ლეგაშვილი ნიკოლოზ; მესხიშვილი ქეთევან; მესხორაძე ლევან; სვანიძე ერიკ; ჭანტურია ლადო; ხითარიშვილი ლუიზა; ჯანდიერი დავით; ჯაფარიძე სოფიო. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)