04:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 17:54:58, 2151 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჟილბერ ლე ბრი: საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა.

ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფმა საფრანგეთის დელეგაციის ხელძღვანელმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ ჟილბერ ლე ბრიმ ხაზი გაუსვა საფრანგეთ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა.

„ვფიქრობ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ვართ ძელზე მოხარულები აქ ყოფნით, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის. ჩვენ ვართ ფაქტობრივად საზღვრის ზონაში რუსეთთან, რომელიც ქმნის რიგ პრობლემებს და ჩვენ ვცდილობთ ვიქონიოთ ძალიან ნათელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ლე ბრიმ და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თანმიმდევრული გზის დასახვა.

საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა, პირველ რიგში არის საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. „ეს არის შესაძლებლობა გავეცნოთ ქვეყნის ეკონომიკას, საზოგადოებას, გავეცნოთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დგას საერთო ფასეულობებზე", - აღნიშნა ჟილბერ ლე ბრიმ და დასძინა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ასევე არის შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის და იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შეფასების, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე მიიყვანს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics