|
2017-05-27 14:42:18, 2332 ნახვა
საზოგადოება
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ონლაინ-პეტიცია შეიქმნა
დემირელის კოლეჯისა და საქართველოში მისი პარტნიორი სკოლების დამფუძნებლების ნდობით აღჭურვილი პირის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ონლაინ-პეტიცია გავრცელდა. ამ დროისთვის პეტიციას 600-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი. მოქალაქეები, რომლებიც პეტიციას ხელს აწერენ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ. დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ჩაბუქი უდაშაულოა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ბრალდებები - უსაფუძვლოა. პეტიციაში ნათქვამია, რომ თურქეთის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ახდენს. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)